ახალი ამბები

სარალიძე-დადუნაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე იქნება

4 ივნისი, 2018 • 3842
სარალიძე-დადუნაშვილის საქმეზე  საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე იქნება

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ “ევროპულმა საქართველომ” სერგი კაპანაძე წარადგინა. კომისიამ ხორავაზე მომხარი მკვლელობის საქმე უნდა შეისწავლოს და მის შემადგენლობაში უმრავლესობა აქვს საპარლამენტო უმცირესობას. სწორედ “ევროპული საქართველო” დააკომპლექტებს კომისიის 9 წევრს. 8 წევრი კი “ქართული ოცნებიდან” და “პატრიოტთა ალიანსიდან” დაკომპლექტდება.

“საგამოძიებო კომისიის შექმნა არის სერიოზული ინსტრუმენტი, რომელიც საზოგადოებრივი ზეწოლის გამოყენებით შეძლებს, რომ ნათელი მოჰფინოს ამ რთულ სიტუაციას – იმას, რაც მოხდა ხორავას ქუჩაზე. ასევე იმას, რაც მოხდა პროკურატურაში თუ სხვა უწყებებში, რამაც გამოიწვია ის შედეგები, რაც ჩვენ დღეს გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს რთული სამუშაოა, მარტივი არ იქნება ამ ყველაფრის გაკეთება, თუმცა საპარლამენტო უმცირესობა, ეს კომისია და პირადად მე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ კითხვებს გაეცეს პასუხი” – თქვა კაპანაძემ.

http://batumelebi.netgazeti.ge/news/139274/

მასალების გადაბეჭდვის წესი