ახალი ამბები

ზაზა სარალიძე გიორგი კვირიკაშვილს ოპოზიციის გარეშე ხვდება

4 ივნისი, 2018 • 2378
ზაზა სარალიძე გიორგი კვირიკაშვილს ოპოზიციის გარეშე ხვდება

ზაზა სარალიძე პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე შევიდა. იგი პრემიერს მეუღლესთან და ადვოკატთან ერთად ხვდება. შეხვედრას არ ესწრებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძვანელის განაცხადებით,  პრემიერი მზად არის, თემირლამ მაჩალიკაშვილის მამას და მის ადვოკატსაც შეხვდეს.

“პრემიერ-მინისტრი სარალიძის ოჯახს და მის ადვოკატს შეხვდება. ის ასევე შეხვდება მალხაზ მაჩალიკაშვილს და მის ადვოკატს. ამ შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრი და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დაესწრებიან. მათი დასწრება ზაზა სარალიძის მოთხოვნა იყო,”-განაცხადა შალვა თადუმაძემ.

ზაზა სარალიძის და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 3 ივნისს გავრცელდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი შეხვდება მხოლოდ მოკლული მოზარდების ოჯახის წევრებს და ამ შეხვედრას “პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები” არ დაესწრეიან. ადმინისტრაციის განცხადებაში არ წერია, ვინ იგულისხმება “პოლიტიკურად ანგაჟირებული პირებში”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი