ახალი ამბები

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრს მარტო არ შეხვდება

4 ივნისი, 2018 • 1759
ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრს მარტო არ შეხვდება

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც პრემიერ-მინისტრი ზაზა სარალიძეს და მოკლული ლევან დადუნაშვილის ოჯახის უნდა შეხვდეს, ზაზა სარალიძე მივიდა. მისი განცხადებით,  მოითხოვს, ამ შეხვედრაზე სხვა შვილმოკლული მშობლები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც დაუშვან.

 

ზაზა სარალიძე უნდა შეხვდეს პრემიერს

Posted by netgazeti.ge on Monday, June 4, 2018

“ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ”, – ამბობს ზაზა სარალიძე და აცხადებს, რომ მარტო არ შეხვდება პრემიერ-მინისტრს.

მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფება თემირლან მაჩალიკაშვილის მამაც ადვოკატ მარიამ კუბლაშვილთან ერთად. როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი აცხადებს, პრემიერთან შეხვედრაზე მალხაზ მაჩალიკაშვილი მიწვეული არ არის, თუმცა მას გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა სურს. ადგილზე იმყოფება მაჩალიკაშვილის ინტერესების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე, რომლის ინფორმაციითაც, შეხვედრაზე სავარაუდოდ მაჩალიკაშილს და მის ადვოკატებსაც დაუშვებენ.

ზაზა სარალიძის და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 3 ივნისს გავრცელდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი შეხვდება მხოლოდ მოკლული მოზარდების ოჯახის წევრებს და ამ შეხვედრას “პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები” არ დაესწრეიან. ადმინისტრაციის განცხადებაში არ წერია, ვინ იგულისხმება “პოლიტიკურად ანგაჟირებული პირებში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი