ახალი ამბები

“ქართულ ოცნებას” 2 ახალი მდივანი ჰყავს

3 ივნისი, 2018 • 2468
“ქართულ ოცნებას” 2 ახალი მდივანი ჰყავს

ქართული ოცნების პარტიას ორი ახალი მდივანი ეყოლება. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.

“პოლიტსაბჭოს სხდომაზე ასევე გადაწყდა, რომ რომ პარტიას ხუთი მდივანი ეყოლება. გენერალური მდივნის თანამდებობაზე კვლავ რჩება კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე – ირაკლი კობახიძე, ხოლო პოლიტიკური მდივანი კვლავ გიორგი ვოლსკი იქნება. დამატებით შემოღებულია ორი ახალი მდივნის თანამდებობა. კერძოდ, საერთაშორისო მდივნის პოზიციას დაიკავებს  თამარ ჩუგოშვილი, რეგიონული მდივნის პოზიციას კი, დიმიტრი სამხარაძე”, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი