ახალი ამბები

ზაზა სარალიძემ ვაკის პარკში მიმდინარე აქცია დატოვა

3 ივნისი, 2018 • 1445
ზაზა სარალიძემ ვაკის პარკში მიმდინარე აქცია დატოვა

ვაკის პარკი, სადაც ალტერნატიული აქცია იმართება, რომლის მთავარი გზავნილიცაა სამართლიანობის აღდგენა პოლიტიკოსების გარეშე, ზაზა სარალიძემ დატოვა.

“აქ ვისმენ, თითქოს “ნაციონალური მოძრაობა”… მოვიდეს “ქართული ოცნების” წარმომადგენელი, ვისაც მკვლელობაზე გული შესტკივა. ჩემთვის პოლიტიკას მნიშვნელობა არ აქვს. პოლიტიკა ჩემი ინტერესის სფერო არ არის. ჩემი ადგილი მხლოდ ჩემი შვილის გვერდითაა. მე სამართლიანობის აღსადგენად ვიბრძვი,”-განაცხადა აქციაზე ზაზა სარალიძემ.

ვაკის პარკში მიმდინარე აქციას ბუტა რობაქიძის მშბოლბლები, სოსო რობაქიძე და ია მეტრეველიც ესწრებიან. სოსო რობაქიძის თქმით, პირობას დებს, რომ ზაზა სარალიძის შემთხვევაში სამართლიანობა აღდგება.

“აქ არის ბუტას [ბუტა რობაქიძე] დედა ია მეტრეველი. ვფიცავ თქვენს წინაშე, რომ  ზაზა სარალიძე სამართლიანობას მიაღწევს,”-განაცხადა სოსო რობაქიძემ.

ზაზა სარალაძეს ჟურნალისტების თანდასწრებით ია მეტრეველიც ესაუბრა. ია მეტრეველი: “თქვენ იმათთან ბრუნდებით? მთელი საქართველო თქვენს გვერდზე დგას. იმათთან დადგებით თუ ჩვენთან”. ზაზა სარალიძე: “შეცდომაში ვერავინ ვერ შემიყვანს. ნებისმიერ ბერკეტს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ეს სისტემა დაინგრეს და სამართლიანობა აღდგეს”.

ვაკის პარკის გარდა აქცია 18:00 საათზე პარლამენტის შენობის წინაც იგეგმაბა. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ამბობს, ოპოზიციური პარტიები სამოქმედო გეგმას ამ აქციაზე წარადგენენ. მანამდე ზაზა სარალიძემ პარტიებს მოუწოდა, რომ სისტემის ჩამოსანგრევად გაერთიანდნენ.  “მოუვუხმობ მთელი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, გააერთიანონ ძალები, რათა ეს სისტემა ჩამოიშალოს”, -განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი