ახალი ამბები

ვაკის პარკში მიმდინარე ალტერნატიულ აქციაზე ზაზა სარალიძე მივიდა – LIVE

3 ივნისი, 2018 • 4333
ვაკის პარკში მიმდინარე ალტერნატიულ აქციაზე ზაზა სარალიძე მივიდა – LIVE

ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე, რომლის მთავარი გზავნილიცაა სამართლიანობის აღდგენა პოლიტიკოსების გარეშე – ზაზა სარალიძე მივიდა. აქცია ვაკის პარკში სწორედ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის სამართლიანად გამოძიების მოთხოვნით იმართება, თუმცა მისი მონაწილეები პოლიტიკურ პარტიებს ემიჯნებიან.

“მე დავინახე, რომ ჩემი შვილის მეგობრები აქ დგანან. ნებისმიეირ ბერკეტს გამოვიყენებ, რათა ეს სისტემა დაინგრეს. მოვიდეს ნებისმიერი ოცნების წარმომადგენელი, ვისაც გული შესტკივა”, – თქვა სარალიძემ და დასძინა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი შეუერთდება მის ბრძოლას.

მასალების გადაბეჭდვის წესი