ახალი ამბები

საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა უახლოეს დღეებში დამტკიცდება – პრემიერი

3 ივნისი, 2018 • 1649
საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა უახლოეს დღეებში დამტკიცდება – პრემიერი

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უახლოეს დღეებში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ხორავას საქმის საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა დამტკიცდება. ამის შესახებ მან “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა დღეს, 3 ივნისს.

“პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე ვიმსჯელეთ მიმდინარე საკითებზე, შევაჯერეთ პოზიციები. როგორც ორი დღის წინ მოგახსენეთ, უახლოეს დღეებში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა დამტკიცდება. ხვალიდანვე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები გამართავენ კონსულტაციებს უმცირესობის წარმომადგენლებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, შეჯერდება პოზიციები, ხოლო კომისიის შემადგენლობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ, კანონით გათვალისწინებულ ვადებში, რამდენიმე დღეში უკვე კომისიის პირველი სხდომა გაიმართება. ასე რომ, ეს პროცესი დაიწყო”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ამავე თემაზე გირჩევთ

http://batumelebi.netgazeti.ge/news/139274/

“ასევე, მინდა გითხრათ, რომ ორი დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრსა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად შევხვდი სახალხო დამცველს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას. მან მოგვაწოდა ის კითხვები, რომლებიც კონკრეტულად სარალიძისა და დადუნაშვილის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საკითხთან დაკავშირებით არსებობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო დაკითხვების პროცედურები კონკრეტულად დანაშაულის შეუტყობინებლობისა და მოწმეებზე ზეწოლის მიმართულებით. ასე რომ, ეს პროცესიც დაწყებულია”, – განაცხადა კვირიკაშილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი