ახალი ამბები

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ვაკის პარკში ალტერნატიული აქცია მიმდინარეობს [ფოტო/ვიდეო]

3 ივნისი, 2018 • 2039
ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ვაკის პარკში ალტერნატიული აქცია მიმდინარეობს [ფოტო/ვიდეო]

ვაკის პარკში ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ალტერნატიული აქცია იმართება, რომლის გზავნილია “სამართლიანობის აღდგენა პოლიტიკოსების გარეშე”. აქცია ფეიზბუკზე დაიგეგმა.

“ძვირფასო მეგობრებო, ნათლად ჩანს, რომ მიმდინარე აქციებით პოლიტიკური ჯგუფები სარგებლობენ და პროცესები არასწორი დინებით მიჰყავთ. აქედან გამომდინარე, მოქალაქეების დიდი ნაწილი ვერ და არ გავდივართ ამ აქციაზე. ჩვენი ინიციატივაა, შევიკრიბოთ და მშვიდობიანად გამოვხატოთ ჩვენი აზრი, პოლიტიკური სარჩულებისა და ვინმესთვის სარგებლის მოტანის გარეშე. ჩვენ შვილმოკლული ოჯახების გვერდით ვართ, სწორედ ამ თანადგომის გამოსახატად ვაპირებთ შევიკრიბოთ ვაკის პარკში, რათა ჩვენი ხმა ყველგან ისმოდეს ჩვენ არ ვართ არცერთი პოლიტიკური ჯგუფისა თუ რაიმე ორგანიზაციის წარმომადგენლები. ვართ რიგითი მოქალაქეები, მეგობრები და გვინდა, ჩვენი აზრის პოლიტიკური სარჩულის გარეშე დაფიქსირება”, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.

 

აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკის გარეშე – აქცია ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ვაკის პარში

Posted by netgazeti.ge on Sunday, June 3, 2018

მსგავსი ტიპი აქცია პოლიტიკოსების გარეშე გუშინაც იყო დაგეგმილი მრგვალ ბაღში, თუმცა არ ჩატარდა.

ზაზა სარალიძე და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ, რომ დღეიდან რუსთაველზე მიმდინარე აქციებში აქტიურად ჩაერთვებიან ოპოზიციის წარმომადგენლები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი