კუპრავას თანამებრძოლი განმარტავს, რომ “კააა”-ში მაუგლის პითონს გულისხმობდა

ზვიად კუპრავას თანამებრძოლი ლაშა ცუცქირიძე განმარტავს, რომ გუშინ მიტინგზე მის შეძახილში (კაა) ჯუნგლების წიგნის პერსონაჟ პითონს გულისხმობდა.

“თუ გაინტერესებთ, რას ნიშნავდა ჩემი “კაა,” გაგახსენებთ მულტფილმს, სადაც “კაა” არის მახრჩობელა გველი პითონი, არ ამოძვრა სოროდან, მაგრამ მოუწევს! ივანიშვილი არის მახრჩობელა”, – აცხადებს ცუცქირიძე.

ზვიად კუპრავას და ლაშა ცუცქირიძის მიტინგზე გამოსვლას გუშინ არაერთი გამოხმაურება და ინტერნეტ-ხუმრობა მოჰყვა ფეისბუკზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com