ახალი ამბები

ილია II-მ ხუან ბაგრატიონი და ქრისტინე ბაგრატიონი ჯვრისწერამდე დალოცა

3 ივნისი, 2018 • 21965
ილია II-მ ხუან ბაგრატიონი და ქრისტინე ბაგრატიონი ჯვრისწერამდე დალოცა

1 და 2 ივნისს ილია II-მ ბაგრატიონთა გვარის,  სხვადასხვა ქვეყნის სამეფო ოჯახის წევრებსა და მაღალი რანგის სტუმრებს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

სტუმრები საპატრიარქოში

საპატრიარქოს ცნობით, მათი ჩამოსვლა უკავშირდება იოანე (ხუან) და ქრისტინე (ძიძიგური) ბაგრატიონების ჯვრისწერას, რომელიც კვირას, 3 ივნისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შედგება.

“მოგესალმებით საქართველოს ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით. თქვენ ჩამობრძანდით საქართველოში მეტად სასიამოვნო მიზეზისათვის. ბატონი ხუანი და ქალბატონი ქრისტინე იწერენ ჯვარს და ჩვენ ვლოცავთ მათ შეუღლებას. მე მინდა გითხრათ, რომ საქართველო არის უძველესი კულტურის და ქრისტიანობის ქვეყანა.

ბატონი ხუანი საქართველოს სამეფო ოჯახიდან არის. ჩვენ ვლოცულობთ მისთვის, რომ ღმერთმა მისცეს ბედნიერი, მშვიდობიანი ოჯახი”, – განაცხადა ილია მეორემ მიღებაზე.

“მადლობას გიხდით ყველას ჩამობრძანებისთვის, საქართველოში გვაქვს გამოთქმა- სტუმარი ღვთისაა. ჩვენი ეკლესია დამოუკიდებელია. მისმა უწმინდესობამ თავისი ცხოვრება საქართველოს შესწირა. ეკლესიის როლი იმდენად დიდია, რომ ჩემი აზრით, მის გარეშე ქვეყანა ვერ იარსებებდა. სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ ჩვენ დავეხმაროთ ეკლესიას და ხელი შევუწყოთ მის გაძლიერებას”, – განაცხადა ხუან იოანე ბაგრატიონმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი