კუპრავა: დავით სარალიძის სახელობის ფონდი შეიქმნება

რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორების განცხადებით, უახლოეს დღეებში დავით სარალიძის სახელობის ფონდი შეიქმნება. ამის შესახებ “სამართალდაცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ორგანიზატორებმა აღნიშნული ინიციატივა ჯერ კიდევ გუშინ გაახმაურეს, რის შემდეგაც, მათი თქმით, თანხა არაერთმა ადამიანმა გაიღო.

“ჩვენ ვთქვით, რომ დათუჩა სარალიძის ფონდს ვქმნით, რომლითაც ხალხი თავად დააფინანსებს ცვლილებებს ქვეყანაში. მოგეხსენებათ, რომ ფონდის დაარსებას 2-3 დღე ფორმალურად სჭირდება. მანამ, სანამ ფონდს შევქმნიდეთ, მოდიან ხოლმე რიგითი ადამიანები, შეძლებისდაგვარად თანხას გვჩუქნიან”, – აღნიშნა მან.

კუპრავას თქმით, პარლამენტის წინ გაშლილ კარვებთან ყუთი დაიდგმება, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება, სასურველი თანხა განათავსოს.

აქცია, სახელწოდებით – “ნუ მომკლავ!” – რუსთაველის გამზირზე დღეს 18:00-ზე განახლდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან