ახალი ამბები

“3 უსამართლობა” – გაგოშას სტენსილი დავით სარალიძის საქმეზე

2 ივნისი, 2018 • 3476
“3 უსამართლობა” – გაგოშას სტენსილი დავით სარალიძის საქმეზე
ქუჩის არტისტმა გაგოშამ დავით სარალიძის მკვლელობის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთი სტენსილი მიუძღვნა.ლესელიძის ქუჩაზე განთავსებულ სტენსილზე წერია: “2 მოკლული მოსწავლე + 1 დაუსჯელი მკვლელი – 3 უსამართლობა”. ავტორის თქმით, სურდა ხაზი გაესვა უსამართლობისთვის, რომელიც მარტივ არითმეტიკას ქმნის:

“მთელი ეს პროცესი, რაც იყო, ამის გადმოცემა მინდოდა მარტივი არითმეტიკით, რომ 2+1 არის 3. ამით, მგონი, ყველაფერი ნათქვამია. ამასთანავე, ეს ყველაფერი ჰიპერტექსტუალურია: მოსამართლე პროკურატურას გადასცემს რაღაცას, პროკურატურა- მთავრობას და ასე გრძელდება უსასრულოდ, მარტივი არითმეტიკის მიღმა”, – უთხრა არტისტმა “ნეტგაზეთს”.

გაგოშამ დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე სტენსილი რამდენიმე დღის წინაც მოამზადა. კედელზე თემიდაა გამოსახული, რომელიც ცალ თვალს იფარავს, გვერდზე კი წერია: “ვიხილები და მოვდივარ”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი