ახალი ამბები

ზაზა სარალიძის შეხვედრა ილია მეორესთან დასრულდა

2 ივნისი, 2018 • 2672
ზაზა სარალიძის შეხვედრა ილია მეორესთან დასრულდა

ზაზა სარალიძე დღეს, 2 ივნისს,  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა, თუმცა შეხვედრის შემდეგ მხარეებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

საპატრიარქოს ტერიტორიის დატოვებამდე სარალიძემ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ილია მეორესთან იმ საკითხებზე ისაუბრა, რაც ბოლო დღეებში ვითარდება, თუმცა სხვა დეტალები არ გაუჟღერებია.

მისი თქმით, ცოლის ემოციური ფონიდან გამომდინარე, შეხვედრის დეტალებზე საუბარი არ სურს.

შეხვედრა 5-ის წუთებზე დაიწყო და მას ზაზა სარალიძის ოჯახი წევრები ესწრებოდნენ. საპატრიარქოსთან იმყოფებოდა ზვიად კუპრავაც, რომელმწც აღნიშნა, რომ პატრიარქისაგან მხოლოდ ლოცვა-კურთხევის მიღება სურს, რაც ზაზა სარალიძეს დააბარა კიდეც. კითხვაზე, რატომ არ შევიდა თავად საპატრიარქოში, კუპრავამ უპასუხა, რომ შეხვედრის ფორმატი თავად საპატრიარქომ გადაწყვიტა.

პატრიარქთან შეხვედრის სურვილი ზაზა სარალიძემ დღეს გამოთქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი