ახალი ამბები

ნინო ლომჯარია: შსს ხორავას ქუჩის საქმეზე მოწმეების ხელახლა დაკითხვას იწყებს

2 ივნისი, 2018 • 1620
ნინო ლომჯარია: შსს ხორავას ქუჩის საქმეზე მოწმეების ხელახლა დაკითხვას იწყებს

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ხორავას ქუჩის საქმის მოწმეების ხელახლა დაკითხვას იწყებს. ამის შესახებ მან შსს-ში შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ძირითადად ორი მიმართულებით აქვთ მათ გამოძიებაში პროგრესი. ეს ეხება როგორც მოწმეზე ზემოქმედებას, ასევე, დანაშაულის შეუტყობინებლობას. გარდა ამისა, ისინი ასევე გარკვეულ ახალ გარემოებებზე საუბრობენ. როგორც მათ განაცხადეს, თავიდან დაიწყო იმ არასრულწლოვნების დაკითხვა, ვინც მიიღო კონფლიქტში [ხორავას ქუჩის ჩხუბი] მონაწილეობა და იმედი აქვთ, რომ ისინი დამატებით ინფორმაციას მიიღებენ. შსს ასევე გადასცემს სახალხო დამცველს საქმის იმ მასალებს, რომლებზეც ჩვენ ადრე წვდომა არ გვქონია,” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

გარდა სახალხო დამცველისა, შეხვედრას ესწრებოდნენ ლევან დადუნაშვილის მამა, მისი ადვოკატი და შს მინისტრი გიორგი გახარია. შეხვედრა დათო დადუნაშვილის ინიციატივით შედგა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი