ახალი ამბები

ტყიბულში 2 მუშა დაიღუპა

2 ივნისი, 2018 • 29553
ტყიბულში 2 მუშა დაიღუპა

დღეს, 2 ივნისს ტყიბულში ორი მუშა დაიღუპა. ინფომრაციას ამის შესახებ ნეტგაზეთს შსს-ში უდასტურებენ. როგორც უწყების პრესსამსახურმა გვითხრა, შემთხვევა ერთ-ერთ კერძო საწარმოში მოხდა.

გამოძიება სსკ 240-ე მუხლით (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა) მიმდინარეობს, რაც ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ვადით ისჯება.

დაღუპული მუშების შესახებ ინფორმაცია პირველად ილია ლეჟავამ საკთარ ფეისბუკ გვერდზე გაავრცელა. მისი თქმით, დაღუპულები გიშრის მოპოვების ღია კარიერებზე იყვნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი