აქცია "ნუმომკლავ" რუსთაველის გამზირზე. 1.06.2017 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

აქცია “ნუ მომკლავ” 2 ივნისს 18:00 საათზე განახლდება

დღეს, 2 ივნისს, აქცია “ნუმომკლავ” პარლამენტის წინ დასრულა. ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები ხვალ ისევ შეიკრიბებიან და პარლამენტის წინ აქციას 18:00 საათზე გამართავენ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ღამეს კარავში გაათევს, რომელის გუშინ გამართული აქციის შემდეგ პარლამენტის წინ გაშალეს.

საპროტესტო აქციები 6 თვის წინ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება, რომლის დროსაც ორი არასრულწლოვანი დაიღუპა.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და არ დაისჯება ყველა დამნაშავე, მათ შორის, პროკურორები, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე 31 მაისს, გადადგა. მის გადადგომა წინ უძღოდა სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციაб, რომელმაც პროკურორის გადადგომის შემდეგ პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com