ზაზა სარალიძე: არ მჭირდება შსს–ს დაცვა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მას შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვა არ სჭირდება.

„მთავრობამ გადაწყვიტა ჩემი დაცვა. 6 თვეა, ჩემი შვილის უფლებების დაცვას ვეხვეწები და 6 თვე სულში მაფურთხებდნენ და სულში აფურთხებდნენ ჩემს შვილს. მე მაგათი დაცვა არ მჭირდება. არჩილ ტატუნაშვილის ღირსებაზე, თემირლან მაჩალიკაშვილის ღირსებაზე არ უზრუნიათ, ლევან დადუნაშვილის ღირსებაზე არ უზრუნიათ, ახლა უნდათ ჩემი დაცვა? ფუი მაგათ,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დღეს, 1 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ზაზა სარალიძის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრება, მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამაში ჩართვა შესთავაზა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com