ახალი ამბები

მოსაყდრე შიოს თანაშემწე და დეკანოზი შალვა კეკელია ზაზა სარალიძეს შეხვდნენ

1 ივნისი, 2018 • 2895
მოსაყდრე შიოს თანაშემწე და დეკანოზი შალვა კეკელია ზაზა სარალიძეს შეხვდნენ

პარლამენტის წინ გაშლილ კარავში მყოფ ზაზა სარალიძესთან შეხვედრაზე მივიდნენ პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს თანაშემწე, ანდრია ჯღამაიძე და დეკანოზი შალვა კეკელია. იქ.იმყოფებოდნენ სხვა სასულიერო პირებიც. მათი საუბარი მედიისთვის დახურული იყო, რის შემდეგაც სასულიერო პირებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია უკომენტაროდ დატოვეს.


  • თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე;
  • სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და არ დაისჯება ყველა დამნაშავე, მათ შორის, პროკურორები, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს. გარდა ამისა, აქციის მთავარი მოთხოვნა მთავრობის გადადგომაა;
  • 31 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მკვლელობის საქმის გამოძიება დაუბრუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქმეს უხელმძღვანელებს უშუალოდ შს მინისტრი გიორგი გახარია;
  • პირველ ივნისს ცნობილი გახდა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის საქმეზე შსს ატარებს გამოძიებას, რათა დაადგინოს პირები, ვინც მუდმივად, ფარულად ცდილობდნენ ფაქტების, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების დამახინჯებას და ფინანსური თუ სხვა გავლენების გამოყენებით სასამართლო განხილვის შედეგებზე ზემოქმედებას.
  • დაწყებულ აქციებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საპატრიარქომაც, სადაც ნათქვამია, რომ ისინი მხარს ვერ დაუჭერენ უმართავ პროცესებს, თუმცა მნიშვნელოვნად მიაჩნიათ საქმის სამართლიანი გამოძიება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი