ახალი ამბები

შსს: მირზა სუბელიანი პოლიციაზე გამოკითხვაზე იმყოფებოდა

1 ივნისი, 2018 • 1777
შსს: მირზა სუბელიანი პოლიციაზე გამოკითხვაზე იმყოფებოდა

დღეს, 1 ივნისს, ნეტგაზეთს შსს–დან განუმარტეს, რომ დადუნაშვილი–სარალიძის საქმესთან დაკავშირებით მირზა სუბელიანი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

შსს-ს განმარტებით, გამოკითხვა გუშინ ღამით დასრულდა, რის შემდეგაც სუბელიანმა პოლიცია დატოვა.

მირზა სუბელიანის გამოკითვა ზაზა სარალიძის, მოზარდების დაპირისპირებისას დაღუპული დავით სარალიძის მამის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანის დაკავებასაც ითხოვს.

მირზა სუბელიანი პროკურატურის თანამშრომელი იყო მაშინ, როდესაც ხორავას ქუჩაზე 2 მოზარდი მოკლეს. მოზარდების დაპირისპირებაში სუბელიანის შვილიც მონაწილეობდა.

მირზა სუბელიანი სარალიძისა და დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულების, თ. კ-ს, ლ. კ-სა და მ-ს ნათესავია. სწორედ მათ ბინაში იმყოფებოდა სუბელიანი მოზარდების მკვლელობის შემდეგ.

როგორც პროკურატურა აცხადებს, სუბელიანი კ-ების სახლში თავისი შვილის წამოსაყვანად მივიდა. საგამოძიებო ორგანო აღნიშნავს, რომ მირზა სუბელიანის შვილი ერთ-ერთი პირველი მოწმე იყო, რომელმაც ჩვენება მისცა გამოძიებას და რომლის მეშვეობითაც გამოძიებამ საქმე გასნა.

გუშინ, 31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთი ბრალდებული ლევან დადუნაშვილიი მკვლელობაში დამნაშავედ მიიჩნია, ხოლო მეორე ბრალდებულს, რომელსაც ბრალად ედებოდა სარალიძის მკვლელობა, სარალიძის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო. გამოძიებამ ვერ დაადგინა, ვინ მოკლა დავით სარალიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი