ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ნიკოლ ფაშინიანს ახალქალაქში ოვაციებით შეხვდნენ [ვიდეო]

1 ივნისი, 2018 • 2414
ნიკოლ ფაშინიანს ახალქალაქში ოვაციებით შეხვდნენ [ვიდეო]

სომხეთის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად ჩამოვიდა, ახალქალაქში ეთნიკურად სომეხ მოსახლეობასაც შეხვდა.

როგორც ადგილობრივი მედიაგამოცემა jnews.ge წერს, ძლიერი წვიმის მიუხედავად, მოსახლეობა ნიკოლ ფაშინიანს ღია ცისქვეშ უცდიდა.

ნიკოლ ფაშინიანი ახალქალაქში საქართველოს ვიცეპრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორთან, კახა სამხარაძესთან ერთად ჩავიდა, სადაც ახალქალაქის კულტურის სახლში მიწვეულ სტუმრებს შეხვდა. მოსახლეობა კი შეხვედრას თვალს ქუჩაში დამონტაჟებულ ეკრანზე ადევნებდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი