ახალი ამბები

ზვიად კუპრავა – პარლამენტის წინ კარვების გავშლით

31 მაისი, 2018 • 1800
ზვიად კუპრავა – პარლამენტის წინ კარვების გავშლით

პარლამენტთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ზვიად კუპრავას განცხადებით, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და ღამეს პარლამენტის წინ გაათევენ.  “საორგანიზაციო ჯგუფს დაკვიკავშირდნენ და ჩვენთან კარვები მოაქვთ. ამაღამ პარლამენტის წინ კარვებს გავშლით,”-აცხადებს ზვიად კუპრავა.

მთავარი პროკურორის გადადგომის შემდეგ, ზაზა სარალიძის განცხადებით, საპროტესტო აქციები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გრძელდება. რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანია შეკრებილი, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ სარალიძეების ოჯახს.


თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და არ დაისჯება ყველა დამნაშავე, მათ შორის, პროკურორები, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე დღეს, 31 მაისს, გადადგა. მის გადადგომა წინ უძღოდა სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი