ახალი ამბები

რა შოთაძის გადაყენება? უნდა მოვითხოვოთ საპარლამენტო არჩევნები – სააკაშვილი

31 მაისი, 2018 • 39476
რა შოთაძის გადაყენება? უნდა მოვითხოვოთ საპარლამენტო არჩევნები – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი შოთაძის გადადგომა არ არის საკმარისი და ხალხმა უფრო მასშტაბური ცვლილებები უნდა მოითხოვოს. მისი კომენტარი ბრიუსელიდან რუსთავი 2-მა გაავრცელა.

“რა შუაშია აქ შოთაძე, ფარცხალაძე, კბილაშვილი და სხვა არარაობები, რომლებიც არიან ამ სისტემაში? ამას ხელთათმანებივით იცვლის მაფიოზი [ბიძინა ივანიშვილი]. რა თქმა უნდა, სწორია შოთაძის გადადგომა, მაგრამ შოთაძე ვინ არის, საერთოდ? ზუსტად ასევე გადააყენეს ფარცხალაძე და მას ივანიშვილმა მისცა ფული, რომ პრობლემა არ შეექმნა და ცხოვრობს მშვენივრად”, – თქვა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, შესაცვლელია პროკურატურის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სასამართლოს შემადგენლობა. მისივე თქმით, უნდა გაერთაინდეს ოპოზიცია და საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, მოითხოვოს საპარლამენტო არჩევნებიც.


თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და არ დაისჯება ყველა დამნაშავე, მათ შორის, პროკურორები, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი