ახალი ამბები

პირველი ლედი სარალიძის ოჯახის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა

31 მაისი, 2018 • 2963
პირველი ლედი სარალიძის ოჯახის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა

საქართველოს პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა სარალიძის ოჯახის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა. როგორც ჩიჩუა განმარტავს, აქციაზე მისვლა მისი მოქალაქეობრივი მოვალეობაა.

“მე დუშეთიდან ჩამოვედი, დავტოვე ჩემი ორი პატარა და ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო. ასე ვგრძნობ თავს და ჩემს მოვალეობას შევასრულებ ბოლომდე. მე ვხედავ, რომ ადამიანი, რომელსაც შვილი მოუკლეს ასე ტრაგიკულად, არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში და აქვს ბევრი კითხვა და ეჭვი, რაზეც პასუხი ძალიან უცნაური და ცინიკურია, ჩემი აზირთ. მე არ ვარ ამ საქმის პროფესიონალი და ამ სფეროდან შორს ვარ, მაგრამ მე ვხედავ, რომ ეს უსამართლობის განცდა ეუფლება ყველა ჩვენგანს. ეს ამბავი აუცილებლად უნდა გაირკვეს ბოლომდე, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ უშფოთველად იცხოვროს,” – განაცხადა მაკა ჩიჩუამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. სარალიძის მშობლები და მხარდამჭერები უკვე რამდენიმე საათია მთავარ პროკურატურასტან იმყოფებიან. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე არ გადადგება, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას და მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეთა დასჯას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი