ახალი ამბები

ზინედინ ზიდანმა რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

31 მაისი, 2018 • 2487
ზინედინ ზიდანმა რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

საფეხბურთი კლუბ მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავცელებს. ტელეარხის ცნობით, ზიდანმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ზიდანმა გადაწყვეტილება რეალის მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგებიდან ხუთ დღეში მიიღო. როგორც ზიდანმა პრესკონფერენციაზე თქვა, “ყველაფერი იცვლება” და სწორედ ამიტომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.

ზიდანმა რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტი 2016 წელს დაიკავა და მას შემდეგ კლუბმა სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ერთხელ კი- ლა ლიგა. როგორც ლეგენდარული ფეხბურთელი და მწვრთნელი ამბობს, მას მადრიდის რეალი უყვარს, თუმცა კლუბს ცვლილებები სჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი