ახალი ამბები

ზურაბიშვილი ხორავას ქუჩის საქმეზე: მთავარი და საქმის პროკურორები უნდა გადადგნენ

31 მაისი, 2018 • 2830
ზურაბიშვილი ხორავას ქუჩის საქმეზე: მთავარი და საქმის პროკურორები უნდა გადადგნენ

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი მთავარი პროკურორისა და ხორავას ქუჩის საქმის პროკურორების გადაგომას ითხოვს.

როგორც ზურაბიშვილი გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, პროკურატურამ ჯერ გაწელა და გააბუნდოვანა საქმე, შემდეგ კი შექმნა გაურკვევლობის განცდა, რამაც ამ ინსტიტუტის მიმართ ისედაც არსებული უნდობლობა გააღვივა. მისივე თქმით, პროკურატურაში ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები დარჩნენ და სწორედ მათი გამოწვეულია საზოგადოებაში გაჩენილი უნდობლობა.

“ხელისუფლებას სწრაფი რეაგირება სჭირდება რომ გაუმკლავდეს ამ აგორებულ ტალღას: უნდა გადაყენებულ იყვნენ მთავარი და საქმის მწარმოებელი პროკურორები, ყველა, ვინც საქმის გამოძიებაში მონაწილეობდა.
მთავარი დღეს არის ერთი : ხელისუფლებამ დახევის, დალოდების, ოპოზიციის დაკრულზე რეაგირების და უსუსურ თავდაცვითი პოზიციის მაგივრად აიღოს მართვის ბერკეტები ხელში! დროა, გაიწმინდოს პროკურატურა ! ეს დრო დიდი ხანია დადგა!,” – განმარტავს სალომე ზურაბიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი