ახალი ამბები

ოპოზიციის ლიდერები მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვენ

31 მაისი, 2018 • 1268
ოპოზიციის ლიდერები მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვენ

“ევროპული საქართველოს” ერთ -ერთი ლიდერი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს.

უგულავამ ეს კომენტარი თბილისში,  მთავარ პროკურატურასთან გააკეთა, სადაც შეუერთდა აქციის მონაწილეებს.

აქციაზე სხვა პოლიტიკოსებიც იმყოფებიან, რომლებიც ასევე ითხოვენ გენერალური პროკურორის გადადგომას.

მთავარ პროკურატურასთან აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება გასულ წელს თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობასთან დაკავშირებით.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი