ახალი ამბები

პროკურატურა ხორავას ქუჩის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს

31 მაისი, 2018 • 2367
პროკურატურა ხორავას ქუჩის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს

საქართველოს პროკურატურა ხორავას ქუჩის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

დღეს, 31 მაისს, საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა.

როგორც პროკურორმა მარიკა გოგოხიამ ჟურნალისტებთან განმარტა, პროკურატურისთვის მიუღებელი და ბუნდოვანია მოსამართლის ეს გადაწყვეტილება.

მინდა გითხრათ, რომ საქმეში არსებობდა მტკიცებულება იმისა, რომ რომ მხოლოდ ორი ბრალდებული იღებდა  მკლელობაში მონაწილეობას, რომლებსაც 109-ე მუხლით [განზრახ მკვლელობა] წარედგინათ ბრალი. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა ყველა უტყუარი მტკიცება, რომელიც ადასტურება ამ ბრალდებას. სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენთვის არის ბუნდოვანი და გაურკვეველი და მას შემდეგ, რაც სასამართლო ჩვენ მოგვაწოდებს განაჩენის სრულ ვერსიას, ჩვენთვის ცნობილი გახდება, რა იმსჯელა მოსამართლემ, რომელი მტკიცებულება გაიზიარა და რომელი არა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს პოზიცია, რომ ყველა მტკიცებულება მიუთითებდა ბრალდებულების ბრალეულობაზე, შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გავასაჩივრებთ,” – განაცხადა მარიკა გოგოხიამ.

დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის მიწურულს, ქუჩური გარჩევის დროს მოკლეს. სარალიძის ოჯახის მიიჩნევს, რომ გამოძიება მკვლელობის რეალურ ჩამდენებს ხელს აფარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი