თბილისის წიგნის მე-20 ფესტივალის პროგრამა და ფასდაკლებები

წელს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით იმართება. წინა წლებისგან განსხვავებით, ფესტივალი წელს მეოცედ “ექსპო ჯორჯიას” ორ პავილიონს, მე-11 და მე-6 პავილიონებს, დაიკავებს და სტუმრებს 11:00-დან 20:00 საათამდე უმასპინძლებს.

ფესტივალში მონაწილე გამომცემლობები, მკითხველს წელსაც შესთავაზებენ განსაკუთრებულ ფასდაკლებებს. “ნეტგაზეთი” გთავაზობთ ფესტივალში მონაწილე გამომცემლობების ნაწილის კატალოგებს:

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”

“ბაკურ სულაკაურის გმაომცემლობა”

გამომცემლობა “ინტელექტი”

გამომცემლობა “პალიტრა L”

გამომცემლობა “არტანუჯი”

გამომგემლობა “დიოგენე”

წიგნის ბაზრობის გარდა, ფესტივალის ფარგლებში სხვა არაერთი ღონისძიება გაიმართება. თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2018-ის ფოკუს-ქვეყანა არის გერმანია. ფესტივალის ისტორიაში პირველად იღებს მონაწილეობას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომელიც საქართველოს მრავალრიცხოვანი დელეგაციით ესტუმრება და ფესტივალზე საკუთარ სტენდსაც წარმოადგენს.

ფესტივალი უმასპინძლებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებს, გერმანელ გამომცემლებსა და სამ თანამედროვე ავტორს – ულა ლენცეს, ოლგა გრიაზნოვას და კატია პეტროვსკაიას, რომლებიც ფესტივალის ფარგლებში გამართავენ ღონისძებებს და შეხვდებიან მკითხველებს. ფესტივალის ოფიციალურ გახსნას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი დაესწრება.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი ასე გმაოიყურება:

31 მაისი, ხუთშაბათი

13:00-14:00 – თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალური გახსნა, საპატიო სტუმრების წარდგენა. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და მხარდამჭერები; მე-11 პავილიონის მთავარი სცენა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი. ქალაქ თბილისის მერიის „ბიგ ბენდი“. მე-11 პავილონის მიმდებარე ტერიტორია.


14:00-14:30 – თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის საპატიო სტუმრის, მსოფლიო ბესტსელერის ავტორის ჰოლი სმეილის შეხვედრა მკითხველთან. „გამომცემლობა პალიტრა L“ და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია. მე-11 პავილონის მთავარი სცენა.


14:30-15:00 – ვლადიმირ სოროკინის რომანის „ქარბუქი“ (მთარგმნელი – სერგო წურწუმია) წარდგენა. გამომცემლობა „ინტელექტი“ და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა.


15:00-15:45 – პანელ-დისკუსია ქართველი და გერმანელი მწერლების მონაწილეობით: ულა ლენცე / ირმა ტაველიძე. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა. 


16:00-17:00 –  შეხვედრა დავით წერედიანთან. გამომცემლობა „ინტელექტი“. გამომცემლობა „ინტელექტის“ სტენდი.


15:45-16:30 – პანელ-დისკუსია ქართველი და გერმანელი მწერლების მონაწილეობით: ოლგა გრიაზნოვა / ლაშა ბუღაძე. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა.


16:30-17:00 – შეხვედრა პროფესორ ემრაჰ საფა გურქანთან, წიგნის „სულთნის ჯაშუშები: დაზვერვა, საბოტაჟი და ქრთამის აღება მე-16-ე საუკუნეში“ წარდგენა. თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა.


17:00-17:20 – ერიკ ლის წიგნის „ექსპერიმენტი – საქართველოს მივიწყებული რევოლუცია 1918-1921“ (წიგნის გამოცემა მიეძღვნა საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს) წარდგენა (წარმდგენი – გრიგოლ გეგელია, მთარგმნელი – ქეთი ქანთარია). გამომცემლობა „პოეზია“.


 17:20-17:40 – თენგიზ ღვინერიას ბიოგრაფიული რომანის „მოსიარულე კაცის ფიქრები“ წარდგენა. გამომცემლობა „წიგნი+ერი“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა.


17:40-18:00 – ანა მესხის წიგნის „წარსულის ქართველური ლინგვოკულტუროლოგია“ წარდგენა (წარმდგენი – ლია მეტრეველი). გამომცემლობა „საქწიგნი“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა.


18:00-18:20 – მერაბ რატიშვილის რომანის „ბედის მწერლები“ წარდგენა. გამომცემლობა „წიგნი+ერი“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა.


18:20-18:40 – მაია კახიძის წიგნის „ფიქრიმაიები“ წარდგენა (წარმდგენი – ლია მეტრეველი). გამომცემლობა „საქწიგნი“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა.


18:40-19:00 – წიგნის „ჰაინრიჰ ბიოლის 100 – მწერალი და მოქალაქე“ წარდგენა (მომხსენებელი- ლევან ცაგარელი). ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისი.


19:00 ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნების ერთობლივი პროექტის – Guests of Honour – Get together პრეზენტაცია – საქართველო, ნორვეგია; მონაწილეები: ერლენდ ლუ, არჩილ ქიქოძე, იურგენ ბოსი, მედეა მეტრეველი, გვანცა ჯობავა. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი. სასტუმრო რუმს თბილისი, გარდენ ჰოლი.

1 ივნისი, პარასკევი

11:30-12:00 – ბლოგერების კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია. მე-11 პავილონის მთავარი სცენა.


12:00-12:30 – წიგნის „შეკერეთ თვითონ“ (კონსტრუირება, მოდელირება და კერვის ტექნოლოგია) და აქსესუარის „წიგნის მეგობარი“ წარდგენა. „სუფთა წყალი“. მე-11 პავილონის მთავარი სცენა.


12:30-13:00 – მაია ხოფერიას წიგნის „გზები“ წარდგენა (წარმდგენი – ლია მეტრეველი). გამომცემლობა „საქწიგნი“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა.


13:00-13:30 – სადისტრიბუციო კომპანია „ირიათონის“ ვებსაიტის „booksale.ge“ სიახლეების პრეზენტაცია, სადისტრიბუციო კომპანია „ირიათონი“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა.


13:30-14:00 – ირვინ იალომის წიგნის „ფსიქოთერაპია სიყვარულის ჯალათი“ (მთარგმნელები -გიორგი კალანდარიშვილი, ანა ტატულაშვილი) წარდგენა. გამომცემლობა „წიგნი+ერი“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა.


14:00-14:30 – ბერნარ მორის წიგნის „რატომ ირჩევენ რუსები პუტინს“ (მთარგმნელი – თამარ კვიჟინაძე) წარდგენა. გამომცემლობა „არტანუჯი“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა.


14:30-15:00 – პანელ-დისკუსია – არქიტექტურული წიგნები როგორც სამშენებლო კულტურის ბარომეტრი, მონაწილეები – ფილიპ მოიზერი, ნინო ფალავანდილშვილი და თინა მამულაშვილი. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია. მე-11 პავილიონის.


15:00-15:30 – პანელ-დისკუსია – ურთიერთობა ავტორსა და გამომცემელს შორის, მონაწილეები – სტეფან ვაიდლე, ზურაბ ქარუმიძე და გვანცა ჯობავა. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა.


15:30-16:00 – გელა სულაძის დოკუმენტური პროზის „საქართველოს პირველი პრემიერის – ნოე რამიშვილის მკვლელობა“ წარდგენა. გამომცემლობა „წიგნი+ერი“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა.


16:00-16:30 – სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნის „უკანასკნელი მოწმეები“ (მთარგმნელი – თამარ კოტრიკაძე) წარდგენა. გამომცემლობა „არტანუჯი“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა.


16:30-17:00 – პროექტის „ქართველი მეფეები“ წარდგენა (წარმდგენები – ჯაბა სამუშია, როინ მეტრეველი). „გამომცემლობა პალიტრა L“. მე-11 პავილონის მთავარი სცენა.


17:00-17:30 – ალექსანდრე ლორთქიფანიძის წიგნის „მოწითალო და მოშავო“ პრეზენტაცია, ჯანეტ უოლსის წიგნის „შუშის სასახლე“ პრეზენტაცია. გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა.


17:30-18:00 – წარდგენა გიორგი კოკოშაშვილის წიგნისა „ქართული საბრძოლო ხელოვნება“, სერიიდან „ჩვენი ღირსებანი“. გამომცემლობა „წიგნი+ერი“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა.


18:00-18:30  – ემზარ კვიტაიშვილის წიგნის „მწიფობა“ წარდგენა. საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაცია. მე-11 პავილონის მთავარი სცენა.


18:30-19:00 –  წარდგენა წიგნისა „ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში? ქალთა პოლიტიკური ბრძოლის ველი“. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისი. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა.

2 ივნისი, შაბათი

12:00-12:20 – ელის დოჯსონის წიგნის „დომენიკა და საიდუმლო ქალაქი“ წარდგენა. „გამომცემლობა პალიტრა L“ . მე-11 პავილონის მთავარი სცენა.


12:20-12:40  – თეა ინასარიძის წიგნის „მეცხრე ფლიგელი“ წარდგენა (მოდერატორი – ტორესა მოსი). „გამომცემლობა პალიტრა L“. მე-11 პავილონის მთავარი სცენა.


12:40-13:00 – მაკა ლდოკონენის წიგნის „ცხენისკუდები დილასთვის“ წარდგენა. გამომცემლობა „ბაკმი“. მე-11 პავილონის მთავარი სცენა.


13:00-13:30 – „აკრძალული წიგნების თაროს“ სერიით გამოცემული ოთხი ახალი წიგნის წარდგენა: ნათანიელ ჰოთორნის „ალისფერი დამღა“ (მთარგმნელი – ანი კოპალიანი), ნიკოს კაზანძაკისის „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“ (მთარგმნელი – თათია მთვარელიძე), ანდრეი პლატონოვის ტრილოგიის: „ქვაბული“, „ჯანი“, „ჩევენგური“ (მთარგმნელი – გივი კიკილაშვილი) და ბორის პასტერნაკის „ექიმი ჟივაგო“ (მთარგმნელი – ნოდარ ნონიაშვილი). გამომცემლობა „ინტელექტი“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა.


13:30-14:00 – წარდგენა ანდრო ბუაჩიძის წიგნისა „გაზაფხული მოდის ღამეში“ და ლუკა ბაქანიძის მოთხრობების კრებულისა „სად ხარ, ლაზარე…“ (მოდერატორები – მაია ალუდაური, ივანე ამირხანაშვილი). „გამომცემლობა პალიტრა L“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა.


14:00-14:30 – ზურაბ რთველიაშვილის პოეტური პერფორმანსი ბენდთან ერთად. გამომცემლობა „ინტელექტი“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა.


14:30-15:00 – პეტერ ვაისის პიესის „მარატ-სადი“ წარდგენა (წარმდგენი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. მე-11 პავილონის მთავარი სცენა.


15:00-16:00  – შეხვედრა გელა ჩარკვიანთან. გამომცემლობა „ინტელექტი“. გამომცემლობა „ინტელექტის“ სტენდი.


15:00-15:40 – პანელ-დისკუსია ქართველი და გერმანელი მწერლების მონაწილეობით: კატია პეტროვსკაია / აბო იაშაღაშვილი. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა.


15:40-16:00 – ერეკლე დეისაძის პროზაული კრებულის „ოთარაანთ ქვიარი“ წარდგენა. გამომცემლობა „ინტელექტი“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა.


16:00-16:30 – სამი ახალი წიგნის წარდგენა: უაილი ქეშის „მშობლიურზე თბილი მიწა“, დონ დელილოს „თეთრი ხმაური“ და უილა კესერის „სიკვდილი არქიეპისკოპოსსაც აკითხავს“ (წარმდგენები, მთარგმნელები – თეონა ბითაძე, რუსუდან მახათაძე და მაია ჯიჯეიშვილი). „ელფის გამომცემლობა“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა.


16:30-17:00 – შეხვედრა „ინდიგოს“ ავტორებთან. გამომცემლობა „ინდიგო“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა.


17:00-17:20 –  ია კარგარეთელის წიგნის „ჩურჩული“ წარდგენა. „გამომცემლობა პალიტრა L“. მე-11 პავილონის მთავარი სცენა.


17:20-17:40 – ლიანა მორიარტის წიგნის „დიდი პატარა ტყუილები“ პრეზენტაცია; დანიილ ხარმსის წიგნის „მე ფანჯარაში დაგინახავ“ პრეზენტაცია. გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“.  მე-11 პავილონის მთავარი სცენა.


17:40-18:00 – „ჯემალ ქარჩხაძის ფორუმი“ 2018, ლიტერატურული ალმანახის პრეზენტაცია (წარმდგენები – ლევან ბრეგაძე, მამუკა ბერიაშვილი, კახა ჯამბურია, მარიამ გალდავაძე, მარიამ ხაზარაძე). „ქარჩხაძის გამომცემლობა“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა.


18:00-18:30 – 20 წელი სამ ავტორთან ერთად. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 20-წლიან თანამშრომლობას აღნიშნავს სამ ქართველ მწერალთან: აკა მორჩილაძესთან, დათო ტურაშვილთან და ლაშა ბუღაძესთან. „ბაკურ სულაკაურის გამომცმელობა“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა.


18:30-19:00 –  ნინო ჭინჭარაულის წიგნის „დამასტე“ პრეზენტაცია. გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა.


19:00-19:30 –  გამომცემლობის და მისი საქმიანობის პრეზენტაცია და მათ მიერ გამოცემული წიგნების შეფასება, კითხვა-პასუხი. გამომცემლობა „შემოქმედი ანგელოზი“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა.

3 ივნისი, კვირა

12:00-12:30 – წიგნის „100 წელი, 100 ფოტო, 1918-2018“ წარდგენა (ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის მეასე წლისთავს). გამომცემლობა „ინდიგო“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა.


12:30-13:00 – ლიტერატურული ჟურნალის „ფანტასტი“ მეხუთე ნომრის წარდგენა (წარმდგენი – ირაკლი ლომოური). სადისტრიბუციო კომპანია „ირიათონი“ და ლიტერატურული ჟურნალი „ფანტასტი“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა.


13:00-13:30 – სალომე ბენიძისა და დინა ოგანოვას ფოტო-წიგნის (s)HERO(es) პრეზენტაცია. გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა.


13:30-14:00 – კოლინ უილსონის რომანის „გონების პარაზიტები“ წარდგენა (მთარგმნელი – ირაკლი დათოშვილი). კულტურისა და სპორტის სამინისტრო. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა.


14:00-14:30 – შეხვედრა ნინო ხარატიშვილთან (მოდერატორი – ლაშა ბუღაძე) და ექსკლუზიურად მკითხველისთვის სპეციალური სასაჩუქრე გამოცემა: პირველი თავი რომანიდან „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ (მთარგმნელი ნინო ბურდული). გამომცემლობა „ინტელექტი“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა.


14:30-15:00 – როსტომ ჩხეიძის წიგნის „ქართული მწერლობა ერთი თვალის გადავლებით“ წარდგენა, გამომცემლობა „საქწიგნი“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა.


15:00-16:00 – ლიბერთინსის დაბადების დღე, გათამაშება, ჯგუფ „არას“ კონცერტი. „გამომცემლობა პალიტრა L “. მე-11 პავილიონის მიმდებარე ტერიტორია.


15:00-15:30 – მარგარეტ ეტვუდის წიგნის „ორიქსი და კრეიკი“ პრეზენტაცია, მარიკა მამალაძის წიგნის „ახალი იორკი შორ კონტინენტზე“ პრეზენტაცია. გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“.  მე-11 პავილიონის მთავარი სცენა.


15:30-16:00 – რატი ამაღლობელის ახალი პოეტური კრებულის „ანგელარიუმის“ წარდგენა. გამომცემლობა „ინტელექტი“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა..


16:00-16:30 – ოთხი ახალი წიგნის წარდგენა: კატრი ლიპსონის „მენაყინე ქალი“, ბირგულ ოღუზის „ჰაჰ“, ირის ჰანიკას „ცოდვა“ და ლორანს პლაზნეს „მარტოსული სიყვარული“ (წარმდგენები, მთარგმნელები – დიმიტრი გოგოლაშვილი, თამარ თევდორაძე, მაია ფალავანდიშვილი და თამარ კაპანაძე). „ელფის გამომცემლობა“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა.


16:30-17:00 – ლიზა ჯენოვას წიგნის „სიყვარულით, ენტონი“ პრეზენტაცია, რობერტ მაკკამონის წიგნის „ბიჭის ცხოვრება“ პრეზენტაცია. გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა.


17:00-17:30 – წარდგენა წიგნისა „საზღვრებს მიღმა. კონფლიქტი და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში“ (წარმდგენი – თამთა ხალვაში). ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისი. მე-11 პავილიონის მთავარი სცენა.

საბავშვო სივრცე მე-6 პავილიონში

გარდა ამისა, ფესტივაის ფარგლებში “ექსპო ჯორჯიას” მე-6 პავილიონში სავაბშვო სივრცე მოეწყობა. მე-6 პავილიონში დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი კი ასეთია:

31 მაისი, ხუთშაბათი

12:00-18:00 – სახეზე ხატვა. „ექსპო ჯორჯიას“ მე-6 პავილიონი.


13:00-15:00 – სახალისო და ლოგიკური აქტივობები/შეჯიბრი; “აღმოაჩინე პერსონაჟები”; თანამედროვე ტექნოლოგიები და რობოტექნიკა; გამარჯვებულთა დაჯილდოება. გაძლიერებული მათემატიკისა და წიგნიერების სასწავლო ცენტრი „ლოგიკმეტრი“.  მე-6 პავილიონი.


15:00-15:30 – კინგსის და კინგსის წიგნების პრეზენტაცია. „კინგსი საქართველო“. მე-6 პავილიონი.


16:00-18:00 – თამაში „აბა, გამოიცანი!“ ანიმატორთან ერთად – სხარტი ამოცანა-გამოცანები, (გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან სხვადასხვა პრიზებით). „კინგსი საქართველო“.  მე-6 პავილიონი

1 ივნისი, პარასკევი

12:00-18:00 – სახეზე ხატვა. მე-6 პავილიონი.


12:00-15:00 – სახალისო და ლოგიკური აქტივობები/შეჯიბრი; “აღმოაჩინე პერსონაჟები”; თანამედროვე ტექნოლოგიები და რობოტექნიკა; გამარჯვებულთა დაჯილდოება. გაძლიერებული მათემატიკისა და წიგნიერების სასწავლო ცენტრი „ლოგიკმეტრი“. მე-6 პავილიონი.


15:00-15:30 – ქართული სამაგიდო თამაშები კოტესთან და ნათიასთან ერთად. „გამომცემლობა პალიტრა L “. მე-6 პავილიონი.


16:00-18:00 – „სიტყვებით თამაში“ ანიმატორთან ერთად – გამოიცანი სიტყვა, დაიმახსოვრე სიტყვა (გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან სხვადასხვა სახალისო პრიზით). „კინგსი საქართველო“.  მე-6 პავილიონი. 

2 ივნისი, შაბათი

12:00-18:00 –  სახეზე ხატვა. მე-6 პავილიონი.


12:00-13:00  – საბავშვო ნაწარმოებებიდან ფრაგმენტების კითხვა გოგა ჩანადირთან ერთად. მე-6 პავილიონი.


13:00-13:30 – ნათია ჯანაშიას წიგნის „ენოტის რემონტი“ წარდგენა. „გამომცემლობა პალიტრა L“. მე-6 პავილიონი.


13:30-14:00 – გერმანელი მეზღაპრის ვილჰელმ ჰაუფის წიგნის „პატარა მუკის თავგადასავალი“ წარდგენა. გამომცემლობა „სეზანი“. მე-6 პავილიონი.


14:00-14:30 – წარდგენა წიგნისა „შემეცნებითი ზღაპრები“ (5-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის). გამომცემლობა „შემეცნება“. მე-6 პავილიონი.


14:30-14:45 – თეატრალიზებული წარმოდგენა, გამომცემლობა „შემეცნება“. მე-6 პავილიონი.


14:45-15:15 – წიგნის „ცხოველები და მათი შვილები“ წარდგენა (ცხოველთა ხმების დისკის თანხლებით, 3-დან 7 წლამდე ბავშვებისთვის). გამომცემლობა „შემეცნება“. მე-6 პავილიონი.


15:15-16:00 – ხატვის გაკვეთილები სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან ერთად. მე-6 პავილიონი.


16.00-16.20 – ქართული საბავშვო მოთხრობის ანთოლოგიის პრეზენტაცია, შემდგენელი ლია ლიქოკელი. წიგნს წარადგენენ დიანა ანფიმიადი და მაკა ლდოკონენი. ქარჩხაძის გამომცემლობა.


16:20-18:00 – თამაში „დაიმახსოვრე გამოსახულება“ ანიმატორთან ერთად (გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან სხვადასხვა სახალისო პრიზებით). „კინგსი საქართველო“. მე-6 პავილიონი.

3 ივნისი, კვირა

12:00-18:00 – სახეზე ხატვა. მე-6 პავილიონი.


12:00:12:30 – საბალეტო სტუდია „ფუეტეს“ წარმოდგენა. მე-6 პავილიონი.


13:00-13:30 – „ბასტი-ბუბუ“ – კონცერტი. „გამომცემლობა პალიტრა L“. მე-6 პავილიონი.


14:00-15:00 – ხელნაკეთი ნივთების დამზადება სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან ერთად (წიგნის სანიშნები, წიგნის ყდები, დეკორატიული ყვავილები და სხვა). მე-6 პავილიონი.


15:00-17:00 – თამაში „აბა გამოიცანი!“ ანიმატორთან ერთად – სხარტი ამოცანა-გამოცანები (გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან სხვადასხვა სახალისო პრიზებით). „კინგსი საქართველო“. მე-6 პავილიონი.


17:00-19:00 – „სიტყვებით თამაში“ ანიმატორთან ერთად – გამოიცანი სიტყვა, დაიმახსოვრე სიტყვა (გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან სხვადასხვა სახალისო პრიზებით). „კინგსი საქართველო“.  მე-6 პავილიონი

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.