ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრები ლონდონშია

30 მაისი, 2018 • 7287
აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრები ლონდონშია

აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრების წევრები ლონდონში FIFA-ს მიერ არაღიარებულ საფეხბურთო ნაკრებებს შორის მსოფლიო ჩემპიონატისთვის “ConIFA 2018”  გაემგზავრნენ. თამაშები 2018 წლის 31 მაისიდან – 10 ივნისამდე გაიმართება.

ნაკრების წევრებმა დიდი ბრიტანეთის ვიზები რუსეთის მოქალაქის პასპორტების საშუალებით მიიღეს. შესაბამისად, ამ ვიზების აღების პროცესში პრობლემები არ შექმნიათ.

ConIFA-ს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ აფრიკის, აზიის, ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის და ოკეანიის გუნდები.

ConIFA 2013 წელს ჩამოყალიბდა. ის აერთიანებს იმ საფეხბურთო გუნდებს, რომლებიც FiFa-ში არ შედის. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრები ConIFA-ს ჩემპიონატში მონაწილეობას არ მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი