ახალი ამბები

IRI-ის კვლევა: “ქართულ ოცნება” – 27% , ენმ- 17%, “ევროპული საქართველო”- 7%

30 მაისი, 2018 • 2936
IRI-ის კვლევა: “ქართულ ოცნება” – 27% , ენმ- 17%, “ევროპული საქართველო”- 7%

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 27% “ქართულ ოცნებას” , 17%- “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ხოლო “ევროპულ საქართველოს” 7% უჭერს მხარს.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, გამოკითხვის მონაწილეებს დაუსვეს კითხვა, შემდეგ კვირას საპარლამენტო არჩევნები რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდნენ ისინი ხმას. შედეგები ასე გადანაწილდა:

    • ქართული ოცნება – 27% (პირველი არჩევანი), 2 % (მეორე არჩევანი)
    • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 17% (პირველი არჩევანი), 5% (მეორე არჩევანი)
    • ევროპული საქართველო – 7% (პირველი არჩევანი), 7% (მეორე არჩევანი)
    • ლეიბორისტული პარტია – 5% (პირველი არჩევანი), 4% (მეორე არჩევანი)
    • პატრიოტთა ალიანსი – 4% (პირველი არჩევანი), 5% (მეორე არჩევანი)
    • დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო – 3%(პირველი არჩევანი), 3% (მეორე არჩევანი)
    • ახალი საქართველო – 2% (პირველი არჩევანი) , 3 %(მეორე არჩევანი)
    • თავისუფალი დემოკრატები – 1% (პირველი არჩევანი), 1% (მეორე არჩევანი)
    • გირჩი – 1 %(პირველი არჩევანი), 1% (მეორე არჩევანი)
    • სხვა – 0.5 %
    • არცერთს – 19% (პირველი არჩევანი), 40% (მეორე არჩევანი)
    • არ ვიცი/პასუხი არ მაქვს – 14% (პირველი არჩევანი), 27% (მეორე არჩევანი)

IRI- ს კვლევა პოლიტიკურ პარტიებზე

საპირწონედ ამისა, კვლევის მონაწილეებს დაუსვეს კითხვა, თუ რომელ პარტიას არ მისცემდნენ  ხმას არასდროს. ამ კითხვაზე პასუხისას ერთ რესპოდენტს რამდენიმე პარტიის არჩევა შეეძლო. შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება – 27%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 24%
  • დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო – 10%
  • გირჩი – 9%
  • პატრიოტთა ალიანსი – 9 %
  • ლეიბორისტული პარტია – 8%
  • ევროპული საქართველო – 8%
  • ახალი საქართველო – 6%
  • რესპუბლიკელები – 5%
  • თავისუფალი დემოკრატები -3%
  • არც ერთი – 12%
  • არ ვიცი/არ მაქვს პასუხი – 25 %

IRI-ს კვლევა

კვლევა ჩატარდა ბალტიის კვლევების / გელაპის ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოკითხეს  საარჩევნო უფლების მქონდე 1500 საქართველოს მოქალაქე. რესპონდენტთა გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი