ახალი ამბები

ტოჩინოშინს ოძეკის წოდება მიანიჭეს

30 მაისი, 2018 • 2576
ტოჩინოშინს ოძეკის წოდება მიანიჭეს

ქართველ სუმოისტს, ლევან გორგაძეს, იგივე ტოჩინოშინს, ოძეკის წოდება მიანიჭეს. აღნიშნული წოდება სუმოში რანგით მეორე უმაღლესი სტატუსია. ლევან გორგაძეს მესამე ევროპელი და პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც სუმოში აღნიშნულ წარმატებას მიაღწია. ამის შესახებ NHK წერს.

იაპონიის სუმოს ასოციაციამ ტოჩინოშინისთვის ოძეკის წოდების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ოთხშაბათს მიიღო. წოდება ლევან გორგაძეს სპეციალურად გამართულ ცერემონიალზე მიანიჭეს.

ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოს ტურნირზე 15 შეხვედრიდან 13 მოიგო. ჯამში, ბოლო სამი ტურნირის შედეგების შეჯერებით, ტოჩინოშინმა 37 შეხვედრა მოიგო.

ოძეკის შემდეგ სუმოში უმაღლეს სტატუსად იოკოძუნა მიიჩნევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი