ახალი ამბები

მერია: საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ზრდა არ განიხილება

29 მაისი, 2018 • 2158
მერია: საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ზრდა არ განიხილება

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მეტროსა და ავტობუსით მგზავრობის ტარიფი იზრდება, სიმართლეს არ შეესაბამება. მერიაში აცხადებენ, რომ მსგავსი საკითხი არ განიხილება.

დღე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა მეტროთი და ავტობუსით მგზავრობის საფასური 80 თეთრამდე გაიზარდოს, ცვლილებას მერიის მხრიდან ერთიანი საბარათე სისტემის შემოღებას უკავშირებენ.

მერიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქში ავტობუსითა და მეტროთი მგზავრობის ტარიფი არ იცვლება და კვლავ 50 თეთრი ეღირება. მიკროავტობუსების უმეტესობით მგზავრობა კი 80 თეთრი ღირს.

მასალების გადაბეჭდვის წესი