ახალი ამბებიეკონომიკა

“ფინანსური ფეხბურთი” – ვიდეოთამაში ფინანსების მართვის შესასწავლად

29 მაისი, 2018 • 2249
“ფინანსური ფეხბურთი” – ვიდეოთამაში ფინანსების მართვის შესასწავლად

ეროვნულმა ბანკმა და საერთაშორისო გადახდების სისტემა ვიზამ წარადგინეს „ფინანსური ფეხბურთის“, ვიდეოთამაშის ქართული ბაზრისთვის ადაპტიებული ვერსია.

სებ-ის ინფორმაციით, „ფინანსური ფეხბურთი“ ინტერაქტიული ონლაიან-თამაშია, რომლის მიზანსაც წარმოადგენს პირადი ფინანსების მართვის ძირითადი პრინციპების სწავლება. თამაში გათვლილია როგორც ბავშვებსა და მოზარდებზე, ასევე, ზრდასრულ მოსახლეობაზე.

„ფინანსური ფეხბურთი“ „ფიფას“ მსოფლიო თასის ბრენდის ქვეშ შემუშავებული თამაშია. თამაშის დროს მოთამაშეებმა პირადი ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ შეკითხვებს უნდა უპასუხონ იმისთვის, რომ მოედანზე წინ წაიწიონ და გოლი გაიტანონ.

თამაშში სამი დონის სირთულის შეკითხვებია მოცემული: შეკითხვები ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის და ზრდასრული ადამიანებისთვის. თამაშში შეიძლება ჩაერთოს ერთი მოთამაშე ან მოხდეს გუნდების დაპირისპირება.

სებ-ის ინფორმაციით, თამაშის განმავლობაში მოთამაშეები შეისწავლიან დაზოგვას, პასუხისმგებლიან ხარჯვას, ბიუჯეტირებასა და გონივრული სესხების ძირითად პრინციპებს. ამასთანავე, ვიდეოთამაშს თან ერთვის სავარჯიშოები, რომლითაც მოთამაშეთა ცოდნის შემოწმება მოხდება.

ქართულენოვანი „ფინანსური ფეცბურთის“ თამაში უფასოა და ხელმისაწვდომია ბმულზე ge.financialfootball.com.

მასალების გადაბეჭდვის წესი