ახალი ამბები

საფრანგეთში ერთ წელიწადში მწეველთა რაოდენობა მილიონით შემცირდა

28 მაისი, 2018 • 2908
საფრანგეთში ერთ წელიწადში მწეველთა რაოდენობა მილიონით შემცირდა

საფრანგეთში ერთი წლის განმავლობაში სიგარეტის მწეველების რაოდენობა 1 მილიონით შემცირდა. ამის შესახებ BBC Public Health France-ის კვლევაზე დაყრდნობით იუწყება.

იმ ორგანიზაციის ცნობით, რომელმაც ეს კვლევა ჩაატარა, მწეველების რაოდენობის ასეთი მკვეთრი შემცირება ბოლო 10 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. მწეველთა რაოდენობა შემცირებულია თინეიჯერებსა და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებშიც. BBC წერს, რომ ბოლო ხანებში საფრანგეთში მოწევის წინააღმდეგ არაერთი კამპანია აწარმოეს, რომელთა შორის სიგარეტის გაძვირებაც შედის.

2017 წელს საფრანგეთში 18-დან 75 წლამდე მოქალაქეების 26.9% სიგარეტს ყოველდღე ეწეოდა, 2016 წელს – 29.4%. 2016 წელს სიგარეტს 13.2 მილიონი ადამიანი ეწეოდა, ხოლო 2017-ში – 12.2 მილიონი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი