ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში რუსეთის ელჩი ქართულ-რუსული შეთანხმების საკითხზე აფხაზების პოზიციის გამო გაბრაზდა

28 მაისი, 2018 • 5726
აფხაზეთში რუსეთის ელჩი ქართულ-რუსული შეთანხმების საკითხზე აფხაზების პოზიციის გამო გაბრაზდა

რუსეთის ელჩი აფხაზეთში, ალექსეი დვინიანინი გაბრაზებას გამოხატავს ე.წ. სავაჭრო კორიდორების შესახებ ქართულ-რუსული შეთანხმების თემაზე აფხაზური საზოგადოების ნაწილის პოზიციის გამო.

“მე, როგორც აფხაზეთში რუსეთის ახალ ელჩს, სიმართლე გითხრათ, გამაკვირვა ამ ღიად არამეგობრულმა პასაჟმა რიგი პუბლიკაციების სახით. მაგალითად, უკმაყოფილება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთის მხარემ მონაწილეობა არ მიიღო ხელშეკრულების მომზადების პროცესში 2011 წელს. ბოდიში, მაგრამ საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმითა და პრინციპით, ორმხირივი შეთანხმებები იმას ნიშნავს, რომ მასში მონაწილეობს მხოლოდ ის ორი მხარე,  ვის ინტერესებსაც ეხება. მოეწონებოდა კი აფხაზ ხალხს ის, რომ ჩვენი 2008 წლის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ დიდი შეთანხმებების მომზადების დროს, ანდა მოკავშირეობისა და სტრატიგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მომზადებაში ქართველებს მიეღოთ მონაწილეობა 2014 წელს? დარწმუნებული ვარ, რომ არა. ეს არის ნეიტრალური საბაჟო შეთანხმების აშკაარა პოლიტიზაცია.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ შეთანხმების რეალიზაციის შემთხვევაში, რუსი სამხედროების, რომლებიც აფხაზი ხალხისა და სახელმწიფოს დაცვის სადაჯაროზე დგანან, ტვირთების კონვოიერებად მოაზრების მცდელობა არსებობს. არ ვიცი, ვინ აფინანსებს მსგავს ინსინუაციებს, მაგრამ მსგავსი რამეების კითხვა ჩემში ზიზღს იწვევს”, – ამბობს ელჩი სოხუმში გამართულ შეხვედრაზე.

აფხაზეთის მოქალაქეებს, როგორც ალექსეი დვინიანინი აცხადებს, ამ საკითხზე მღელვარების საფუძველი არ გააჩნიათ.

“ეს შეთანხმება არანაირად არ ვნებს აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის ინტერესებს. საბაჟო ტერმინალები განთავსდება საქართველოს და რუსეთის ტერიტორიებზე – ადლერის რაიონი რუსული მხრიდან, და ზუგდიდის – საქართველოს. მეორე, რაც შეეხება რუსეთის ვალდებულებებს მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის წევრობისას, აღნიშული საბაჟო დეკლარაციები და სხვა ინფორმაცია, რომელსაც შვეიცარული კომპანია ამ შეთანხმების ფარგლებში მიიღებს, მკაცრად კონფიდენციალური იქნება და ქართულ მხარეს არ გადაეცემა. ხელშეკრულება აფხაზეთის რესპუბლიკაზე არანაირი ვალდებულებას არ ითვალისწინებს”.

რუსეთმა შვეიცარულ კომპანია SGS -თან ხელშეკრულებას მონიტორინგის შესახებ ხელი მოაწერა.

შეთანხმება „საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების მექანიზმის შესახებ“ ითვალისწინებს ე.წ. სავაჭრო კორიდორების შექმნას რუსეთიდან საქართველოში და სომხეთში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთების მოძრაობებს შვეიცარიელები დააკვირდებიან.

თუმცა, 2011 წლის ხელშეკრულების ინტერპრეტაციები ჯერ კიდევ პრობლემურ თემად რჩება. რუსულ ინტერპრეტაციებზე, მათ შორის თავად სოხუმისა და ცხინვალის როლზე, უფრო ვრცლად წაიკითხეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი