ახალი ამბები

ახმეტის სპორტსკოლის დირექტორს სცემეს

27 მაისი, 2018 • 1666
ახმეტის სპორტსკოლის დირექტორს სცემეს

ახმეტის სპორტსკოლის დირექტორს, მამუკა აბრამაშვილს სცემეს.

ამ ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 126–ე მუხლის მიხედვით დაიწყომ, რაც ცემას გულისხმობს.

შესაძლოა ეს ფაქტი ძიუდოს ფედერაციაში არსებულ დაპირისპირებას უკავშრდებოდეს. დღეს, 17 საათზე მთავრობის ადმნისტრაციის შენობასთან ძიუდოისტების აქციაა დაგეგმილი. ისინი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ.

“რუსთავი 2″–ის ცნობით, დაზარალებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ არ იციან რა მოხდა, და დაზარალებულს კონფლიქტი არავისთან არ ჰქონია.

მასალების გადაბეჭდვის წესი