ახალი ამბები

ირლანდიაში აბორტის აკრძალვა რეფერენდუმით გაუქმდა

27 მაისი, 2018 • 4519
ირლანდიაში აბორტის აკრძალვა რეფერენდუმით გაუქმდა

ირლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, მოსახლეობის 66.4%-მა აბორტის ლეგალიზებას მხარი დაუჭირა. აქამდე ირლანდიაში ქალებს აბორტის გაკეთება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლოთ, თუ ნაყოფი მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. ამის შესახებ BBC წერს.

ირლანდიაში აბორტის საკანონმდებლო აკრძალვა გულისხმობდა იმას, რომ ქალს არ შეეძლო აბორტი გაეკეთებინა იმ შემთხვევებში, როდესაც ჩასახვა გაუპატიურების ან ინცესტის შედეგად დგებოდა. გარდა ამისა, კანონის მიხედვით, ქალს აბორტის გაკეთება არ შეეძლო ისეთ შემთხვევებში,  როდესაც ემბრიონი არასწორად ვითარდება, რასაც დაბადებისთანავე სიკვდილი მოსდევს.

რეფერენდუმი პარასკევს ჩატარდა და მის მიხედვით ირლანდიის კონსტიტუციაში უქმდება მერვე შესწორება, რომელიც დედისა და ჯერ არდაბადებული სიცოცხლის უფლებას ათანაბრებს.

The Guardian-ის მიხედვით , რეფერენდუმში 1 429 981 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაგან 723 632-მა მხარი დაუჭირა აბორტის აკრძალვის გაუქმებას. მერვე შესწორების გაუქმებით ირლანდიაში ქალებს აბორტის გაკეთება ორსულობის მე-12 კვირამდე შეეძლებათ.

რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებას მერვე ჩანაწერის გაუქმების მხარდამჭერები ქუჩაში შეხვდნენ.

ჩატარებული რეფერენდუმით აბორტი კვლავ ლეგალურია. მოსახლეობა რეფერენდუმის შედეგს ზეიმით შეხვდა. ირლანდია. 26 მაისი 2018 წელი. ფოტო: EPA-EFE/AIDAN CRAWLEY

მასალების გადაბეჭდვის წესი