ახალი ამბები

პრემიერის ცნობით, EU-საქართველოს ახალი, უმაღლესი დონის ფორმატი შეიქმნება

26 მაისი, 2018 • 1796
პრემიერის ცნობით, EU-საქართველოს ახალი, უმაღლესი დონის ფორმატი შეიქმნება

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შეიქმნება სრულიად ახალი, უმაღლესი დონის ფორმატი, სადაც ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობებს განიხილავენ.

პრემიერ-მინისტრის ცნობით, ახალი ფორმატის ფარგლებში, წელიწადში ერთხელ ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროპისა და საქართველოს მთავრობის წევრები შეიკრიბებიან და განიხილავენ საქართველოს ინტეგრაციის მიღწევებს და სამომავლო გეგმებს დასახავენ.

გიორგი კვირიკაშვილიმა ახალი ფორმატის შესახებ  ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ იუნკერთად ერთად გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა. იუნკერი საქართველოს პირველად ეწვია და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებებს შეუერთდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი