ახალი ამბები

პოლონეთის პრეზიდენტი: ყოველთვის საქართველოს გვერდით ვდგავართ

26 მაისი, 2018 • 1392
პოლონეთის პრეზიდენტი: ყოველთვის საქართველოს გვერდით ვდგავართ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას შეხვდა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

მხარეებმა რუსული აგრესიის, რეგიონის უსაფრთხოებისა და ნატოს მოახლოებული სამიტის სამზადისის შესახებ იმსჯელეს და საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან კოორდინირებული მოქმედების საკითხები განიხილეს. შეხვედრის განსახილველ საკითხთა შორის ორი ქვეყნის ეკონიმიკური ურთიერთობებიც იყო.

შეხვედრისას მარგველაშვილმა საქართველო-პოლონეთის ურთიერთობებს შეეხო და ვარშავის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

“საქართველო აფასებს პოლონეთის განსაკუთრებულ და მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ”, – აღნიშნა მან.

მარგველაშვილის თქმით, საერთაშორისო ფორუმებში პოლონეთის მხარდაჭერა გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოსათვის.

თავის მხრივ, პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და კოლეგას მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

“ყოველთვის საქართველოს გვერდით ვდგავართ!” – აღნიშნა ანჟეი დუდამ.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოსა და პოლონეთს ისტორიული მეგობრობა აკავშირებით, რის დასტურადაც პრეზიდენტმა აგვისტოს ომის დროს,აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მობილიზებაში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის აქტიურობაც გაიხსენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი