ახალი ამბები

სახალხო დამცველი: მერაბიშვილის განცხადებაზე უნდა დაიწყოს გამოძიება

17 დეკემბერი, 2013 • • 1466
სახალხო დამცველი: მერაბიშვილის განცხადებაზე უნდა დაიწყოს გამოძიება

“მერაბიშვილის განცხადება ვნახე, ნებისმიერ შემთხვევაში, უახლოეს საათებშივე უნდა დაიწყოს გამოძიება ამ ინციდენტზე. ჩვენი წარმომადგენლობაც დაიწყებს მუშაობს,” – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

 

რაც შეეხევა ვიდეოფირების გასაჯაროების საქმეს, რომელზეც უნდა იყოს ასახული მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის და დაბრუნების ფაქტი, სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, რომ თუკი გამოძიება დაიწყება, ამ მასალას ისინი მათ გადასცემენ. გამოითხოვს თუ არა სახალხო დამცველი ამ ვიდეოფირებს, ამაზე უჩა ნანუაშვილი აცხადებს:

 

“მას შემდეგ, რაც ჩვენი წარმომადგენელი მერაბიშვილს უშუალოდ შეხვდება, სავარაუდოდ – ხვალ, უკვე შეიძლება კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბარი”.

 

ვანო მერაბიშვილმა დღეს განაცხადა, რომ შაბათს გამთენიისას გაიყვანეს ციხიდან, სავარუდოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, ერთ-ერთ სამუშაო კაბინეტში, სადაც მას დახვდა მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც, როგორც მერაბიშვილი ამბობს, დაემუქრა, თუკი არ ითანაშრომლებდა გამოძიებასთან ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებისა და მიხიელ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი