ახალი ამბები

26 მაისი – google საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს

26 მაისი, 2018 • 3294
26 მაისი – google საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს

google-ის საძიებო სისტემა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს.

საწყის გვერდზე შესვლისას საქართველოს დროშა ჩანს. დროშის ფონზე კი მთებია გამოსახული. გამოსახულებაზე დაკლიკების შემდეგ კი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი დაკავშირებულ ინტერნეტში არსებულ მასალებზე გადახვალთ.

რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს 117-წლიანი ანექსიის შემდეგ, 100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა კრებამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება რუსეთის იმპერიის დაცემის, პირველი მსოფლიო ომის დასასრულისა და კავკასიაში რთული პოლიტიკური ვითარების პირობებში უწევდა.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ 3 წელი იარსება. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა კავშირის ჯარმა თბილისი აიღო, 16 მარტს კი საქართველოს მთავრობის წევრები ემიგრაციაში წავიდნენ იმედით, რომ საზღვაგარეთიდან იბრძოლებდნენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ამ სამი წლის განმავლობაში საქართველოში დაარსდა უნივერსიტეტი, ჩატარდა პირველი დემოკრატიული არჩევნები და მიიღეს კონსტიტუცია, რომელიც სეკულარიზმის პრინციპებზე მდგარი აღიარებდა ადამიანების თანასწორობას ეროვნული, გენდერული, სარწმუნოების თუ სოციალური კლასის მიუხედავად.

მასალების გადაბეჭდვის წესი