ახალი ამბები

“ფანჯარა წარსულში” – ფოტოებზე შერწყმული ისტორია და აწმყო

25 მაისი, 2018 • 6476
“ფანჯარა წარსულში” – ფოტოებზე შერწყმული ისტორია და აწმყო

გიფიქრიათ, როგორ გამოიყურებოდა და რა ხდებოდა საუკუნის წინ თბილისის რომელიმე ქუჩაზე, რომელზეც თუნდაც ახლა მიაბიჯებთ? – “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევარმა ირაკლი ხვადაგიანმა საუკუნის წინანდელი და ამჟამინდელი ყოფა ორ ეპოქაში გადაღებული ფოტოების სინთეზით გააერთიანა.

მკვლევარმა რუსეთის იმპერიის ჩამოშლისა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობის წლებში გადაღებული ფოტოები მოიძია, რომლებიც უკვე დღეს, ამავე ქუჩებზე და შენობებთან, ამავე რაკურსით გადაღებულ ფოტოებთან გააერთიანა. ავტორმა სოციალურ ქსელში პირველი ასეთი ფოტო 2017 წლის დეკემბერში განათავსა. სწორედ მაშინ დაიწყო მისთვის უკუთვლა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავამდე.

ირაკლი ხვადაგიანი მუშაობას განაგრძობს და საბოლოოდ ერთგვარი ონლაინ გამოფენის მოწყობასაც აპირებს. “ნეტგაზეთი” უკვე მომზადებულ ფოტოებს გთავაზობთ.

12 დეკემბერი, 1917 – დღე, როდესაც მუშათა წითელმა გვარდიამ ხელთ იგდო იარაღი და ბოლშევიკური გარნიზონი განდევნა.

ზუბალაშვილების სახალხო სახლი, თბილისი – სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონფერენცია. 1917 წელი

ამჟამინდელი ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი. 1918 წელი

1919 წლის 26 მაისი

ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბურგი – გერმანიის იმპერიის ვიცეკონსული კავკასიის გუბერნიის დედაქალაქ თბილისში.

1919-2018 – ორი ეპოქის ადამიანები რუსთაველის გამზირზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი