ბოტკოველი: პატრიარქს განცხადების ტექსტი ხუთჯერ წავუკითხეთ

პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ წერილში, სადაც სამღვდელოებას რუსთავი 2-ის ბოიკოტისკენ მოუწოდებენ, პატრიარქთან შეთანხმებული იყო.

ამით მიქაელ ბოტკოველმა უპასუხა ნიკა გვარამიას კომენტარს იმის შესახებ, რომ ამ განცხადებისი საქმის კურსში პატრიარქი არ ყოფილა.

მიქაელ ბოტკოველმა ეს ინტერვიუ პირველ არხს მისცა.

“გუშინ ხუთჯერ წავუკითხეთ პატრიარქს ტექსტი, რომელიც უნდა გაგვევრცელებინა. ასე რომ, ბატონ ნიკა გვარამიას ნუ ჰგონია, რომ ეს ტექსტი იწერება სადღაც გამოქვაბულსა და ჯურღმულში, ეს წერილი იწერება საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლების მიერ და ის თანხმდება მის უწმინდესობასთან.

ჩვენ საგანგებოდ მივუთითეთ, რომ ძალიან ბევრს ვმუშაობდით ამ განცხადების გაკეთებაზე. საგანგებოდ მივანიშნეთ და მოვუწოდეთ ჩვენს მრევლს, რომ არ აყვნენ. ეს იყო პროვოცირება მისი მხრიდან და მავანთა განზრახვაშია, რომ საზოგადოებაში შეიქმნას არეულობა,”- განაცხადა ბოტკოველმა.

მისივე თქმით, გადაცემა “არჩევანის” წამყვანმა გირგი გაბუნიამ გაკვეთილი მაინც ვერ ისწავლა და უნიჭო ხუმრობებს აგრელებს.

“ერთხელ ვნახეთ ჩვენ ეს პრეცედენტი, როდესაც მასთან ანგარიშის გასასწორბლად მივიდნენ ახალგაზრდების ჯგუფი. როგორც ჩანს, ამ ადამიანისთვის არანაირი გაკვეთილები არ არსებობს, ის ისევ აგრძელებს მსგავს უნიჭო ხუმრობებს, ცინიზმს თუ უტიფრობას”- განაცხადა ბოტკოველმა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი