ახალი ამბები

“ვარდების რევოლუციის მოედანს” სახელი გადაერქვა

25 მაისი, 2018 • 4633
“ვარდების რევოლუციის მოედანს” სახელი გადაერქვა

თბილისის საკრებულოს გადაწყვტილების მიხედვით, “ვარდების რევოლუციის მოედანს” “დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანი” ეწოდა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს საკრებულოს პრესსამსახურმა დაუდასტურა.

როგორც საკრებულოში გვითხრეს, დღეს, 25 მაისს გამართულ სხდომაზე მოედნისთვის სახელის გადარქმევის ინიციატივას 30-მა მხარი დაუჭირა. პრესსამსახურის ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა “ევროპულმა საქართველომ” და “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” არ მიიღო.

მოედნისთვის სახელის შეცვლის ინიციატივს შესახებ ცნობილი 2 მაისს გახდა. საკრებულოს მიერ გავრცელებულ გაცხადებაში ვკითხულობთ:

“საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, 26 მაისი და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილე ჩვენი ქვეყნის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. სწორედ ამიტომ, თბილისის საკრებულოს ინიციატივაა, რომ დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ მოედანს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელი ეწოდოს,”- ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.

საკრებულოს საკითხის განხილვისთვის 20-დღიანი ვადა ჰქონდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი