ახალი ამბებიგართობა

ვიდეო ▶ “ცივილიზაციამ” საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად ხაჭაპური მოამზადა

25 მაისი, 2018 • 3475
ვიდეო ▶ “ცივილიზაციამ” საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად ხაჭაპური მოამზადა

ცნობილმა ვიდეოთამაშმა Sid Meier’s Civilization-მა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად აჭარული ხაჭაპური გამოაცხო და ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ასობით ათას მოთამაშეს ქართული ტრადიციული კერძის რეცეპტი გაუზიარა.

თამარ მეფე ერთ-ერთია იმ ცხრა ლიდერს შორის, რომელიც ცნობილ სტრატეგიულ ვიდეოთამაშს Civilization VI: Rise and Fall (ცივილიზაცია; აღზევება და დაცემა) დაემატა. თამაში 2018 წლის თებერვალში გამოვიდა.

თამაშისას გათვალისწინებულია საქართველოს ლანდშაფტი, ისტორია, რელიგია და ის მახასიათებლები, რითაც თამარ მეფე იყო ცნობილი, მაგალითად, ჯარისთვის მოტივაციის ამაღლებისა და რწმენის გაჩენის უნარი. თამაშის ტრეილერში ისმის ქართული მუსიკა და ისიც, რომ თამარ მეფე ქართულად საუბრობს.

თამაშის თანახმად, ქართველი მებრძოლები ხევსურეთიდან თაობების განმავლობაში ინარჩუნებენ თავიანთ ტრადიციებს. მებრძოლებს აქვთ როგორც ძლიერი, ისე სუსტი მხარეები. თამარ მეფეს შეუძლია პროტექტორატის ომის გამოცხადება. ამგვარი ომის გამოცხადებისას მებრძოლები საბრძოლო ბონუსებს იღებენ. ჯარისკაცები ბონუსებს “ღვთის სიტყვის” მიმდევრობის გამოც აგროვებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი