ახალი ამბებისაზოგადოებახელოვნება

თბილისი თანამედროვე და კლასიკოსი იტალიელი არტისტების გამოფენას მასპინძლობს

25 მაისი, 2018 • 4127
თბილისი თანამედროვე და კლასიკოსი იტალიელი არტისტების გამოფენას მასპინძლობს

საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში იტალიელი მხატვრების გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია მოიცავს როგორც თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს, ასევე დამთვალიერებელს შეეძლება რენესანსის ეპოქის მხატვრების ნამუშევრების ნახვა.

„Evidence. A New State of Art” 

გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის (IGAV) გამოფენა, რომელიც წარმოგვიდგენს თანამედროვე იტალიურ ხელოვნებას გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან დღემდე, აერთიანებს სხვადასხვა თაობის იტალიელი მხატვრების განსხვავებულ ხედვებსა და განსხვავებული გამომსახველობითი ენით შექმნილ ნამუშევრებს. გამოფენაზე წარმოდგენილია 18 იტალიელი მხატვრის ნამუშევარი სხვადასხვა მედიაში – ნახატი, ქანდაკება, ფოტოგრაფია, ვიდეო და ინსტალაცია თანამედროვე იტალიური ხელოვნების ჭრელი და მრავალსახოვანი სამყაროს სურათს ქმნის.

პაოლო გრასინო – ძაბრები 2011 წელი ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ფაბრიციო კოტონინი 2017 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მიქელანჯელო პისტოლეტო – Two less one 2009 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ჯუზეპე სტამპონე Tierra 2017 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ადრიან ტრანკვილი 2014 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში იტალიელი მხატვრების გამოფენა გაიხსნა ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ბოტო და ბრუნო Street SpiriT I II III IV 2017 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში იტალიელი მხატვრების გამოფენა გაიხსნა ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში იტალიელი მხატვრების გამოფენა გაიხსნა ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გარდა, თბილისში ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, რაფაელის, ბოტიჩელის, ბრამანტინოს, ტიციანის
და სხვა დიდი იტალიელი მხატვრების ნამუშევრებიც გამოიფინება.

ტიციანო ვეჩელიო ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერიაში 26 აგვისტომდე გაგრძელდება. ბილეთის ფასი 7 ლარია, სტუდენტებისთვის კი მოქმედებს ფასდაკლება, მათ გამოფენის ნახვა 1 ლარად შეეძლებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი