ახალი ამბები

უელსში მისტიკური ზღვის ქმნილება აღმოაჩინეს

25 მაისი, 2018 • 1809
უელსში მისტიკური ზღვის ქმნილება აღმოაჩინეს

BBC -ის ცნობით, რაოსის სანაპიროზე, უელსში მისტიკური ზღვის ქმნილება იპოვეს, რომლის სახეობასაც ჯერჯერობით ვერ მიაკვლიეს.

ამოუცნობი ცხოველი 1.52 მეტრია, გრძელი თავი და ფართო ყბები აქვს. მიიჩნევენ, რომ იგი ვეშაპისებრთა ოჯახს მიეკუთვნება.

“როდესაც მას პირველად შეხედავ, შეიძლება იფიქრო, რომ ნიანგია, მაგრამ იგი ნამდვილად არაა ნიანგი”- ამბობს სვანსეას უნივერსიტეტის ექსპერტი დან ფორმანი.

ცხოველი 41 წლის ბეთ ჯანეტამ აღმოაჩინა, როდესაც სანაპიროზე ძაღლებს ასეირნებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი