ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ავარიამ ენგურჰესზე აფხაზეთის სამი რაიონი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა

25 მაისი, 2018 • 3195
ავარიამ ენგურჰესზე აფხაზეთის სამი რაიონი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა

აფხაზური მხარის ცნობით, ენგურჰესზე 24 მაისს მომხდარმა ავარიამ ელექტროენერგიის გარეშე დატოვა აფხაზეთის სამი –  ოჩამჩირის, გალის რაიონის ნაწილი და გულრიფშის რაიონი:

“ავარიის შედეგები ჯერ არ არის აღმოფხვრილი, საჭირო სამუშაოები გრძელდება”.

აფხაზეთში არაოფიციალური წყაროს ცნობით, ენგურჰესზე ხუთიდან სამი აგრეგატი დაიტბორა.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებით, ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური ავარიულად 24 მაისს 20 საათზე და 11 წუთზე გამოირთო, რამაც ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი გამოიწვია და ქვეყნის რამდენიმე რეგიონი და თბილისის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

ენგურჰესის გენერატორები აფხაზეთის ტერიტორიაზეა განლაგებული, თაღოვანი კაშხალი კი- თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჰიდროელექტროსადგურზე გეგმური რეაბილიტაცია 2018-2021 წელს არის დაგეგმილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი