ახალი ამბები

კასპში ახალგაზრდების ნაწილი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს

25 მაისი, 2018 • 2599
კასპში ახალგაზრდების ნაწილი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს

კასში ახალაზრდების ნაწილი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს. მათ 23 მაისს კასპში საპროტესტო აქციაც გამართეს, სადაც პოლიციის უფროსის გადადგომა მოითხოვეს.

საპროტესტო აქცია გაიმართა მას შემდეგ, რაც 22 მაისს კასპში, რესტორან აგურებში პოლიციასა და ახალგაზრდების ჯგუფს შორის დაპირისპირება მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გამოძიება იმავე საღამოს დაიწყეს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ხულიგობის მუხლით (სსსკ-ს 239-ე მულის მეორე ნაწილია ა ქვეპუნქტით). რაც შეეხება თავად ახალგაზრდების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პოლიციელებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს, შსს-ს განცხადებით, ამაზე გენინსპექციამ დაწყო მოკვლევა.

შსს-მ ნეტგაზეთთან საუბრისას ასევე განმარტა, რომ რესტორან აგურებში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაშავებულები არიან პოლიციის თანამშრომლებიც.

23 მაისს, ტელეკომპანია “თრიალეთთან”  საუბრისას აქციის მოაწილეები ამბობენ, რომ რესტორანში მყოფ ერთ-ერთ მოქალაქეს “რეაგირება” პოლიციელის მიერ შეურაცხყოფის შემდეგ ჰქონდა.

“თავის მეგობრებთან ერთად რაღაცას აღნიშნავდნენ, უშუალოდ კონკრეტულ პიროვნებას, ვისი ინტერესიც ჰქოდათ, მიაყენეს სიტყვერი შეურაცხყოფა, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და თავის დაცვის მიზნით ამ ადამიანმაც რეაგირება მოადინა,” – განაცხადა მან.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ კი თქვა, რომ პოლიციელებმა ჰაერში ისროლეს:

“ნასვამი თანამშრომელი შევიდა რესტორანში, გააკეთა რაღაც სისულელე, გამოვიდნენ, ჰაერში თოფი ისროლეს, ბიჭებს შეეშინდათ, შეშინებულები იყვნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ამის მერე რაღა უნდა გავაკეთოთ, გამოვედით… უშუალოდ პოლიციის უფროსიც იქ იყო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში,”- განაცხადა მან.

მართლაც მოხდა თუ არა გასროლა – ამის შესახებ შსს-ში განგვიცხადეს, რომ ეს გამოძიებით დადგინდება.

აქციის მონაწლეები ასევე ამბობენ, რომ ამ ინციდენტამდეც პოლიციელები მათ ისე ექცეოდნენ, როგორ ხასიათზეც იქნებოდნენ:

“ღამე, თუნდაც,10 საათზე, 11 საათზე, როცა ახალგაზრდა ქუჩაში გამოდის, მეგობართან ერთად როდესაც სეირნობს, აჩერებენ, შეურაცხყოფას აყენებენ, მეც ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში, ელემენტარული, სიტყვას რომ შეუტრიალებენ, მერე ადმინისტრაციული დაკავებები, ვითომდა პოლიციის თანამშრომლებზე შეურაცხყოფები, არდამორჩილებები, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და ასე შემდეგ, აბრალებენ ხალხს ამდაგვარ რაღაცებს” – ამბობს 23 მაისს გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილე “თრიალეთთან” საუბრისას.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი