ახალი ამბები

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მოპირდაპირედ კედარი მოჭრეს

25 მაისი, 2018 • 34271
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მოპირდაპირედ კედარი მოჭრეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მოპირდაპირე მხარეს, სადაც ახალი მრავალფუნქციური შენობა მაგთის დაკვეთით აშენდა, კედარი მოჭრეს.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტიზანული მებაღეობის წევრი, აქტივისტი ნატა ფერაძე ავრცელებს.

მოჭრილი კედარი პარლამენტის წინ ფოტო: ნიკო ბაქანიძე

“მაგთის” მიერ დაკვეთილი შენობის აშენების შემდეგ ეს ადგილი კეთილმოუწყობელია.

განახლება:

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა 25 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსთაველის გამზირზე ახალი ხე-მცენარეების დარგვას გეგმავს. პროექტის რენდერში აღნიშნული ხე არ ჩანს:

მასალების გადაბეჭდვის წესი